ჩიტიბუდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩიტიბუდა

ჩიტიბუდა - (Neottia nidus-avis [L.] Rich.); ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მრავალწლიანი პარაზიტი ბალახოვანი მცენარეა. ღერო ხასიათდება ქერცლის მსგავსი წაბლისფერი ფოთლებით. ყვავილედი გრძელია, მისი ზედა ნაწილი ხშირყვავილი ჯანია, ქვედა – მეჩხერი. ყვავილები მურა ფერისაა, სქელ დაგრეხილ ყუნწებზე მსხდომნი, თაფლისსუნიანი. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები. უკუკვერცხისებურია, ბლაგვი, შიგნითა – ოდნავ მოკლე. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება მთის ქვედა, შუა და ზედა სარტყლების შერეულფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, დაჩრდილულ ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ თელავის მიდამოებში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები