ჩიტიძე გოჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოჩა ჩიტიძე

ჩიტიძე გოჩა (მამა გოჩა) − (1959), პოეტი, მღვდელმსახური. დაიბადა სოფელ მწუხარელაში (ამჟამად – ახალი თერჯოლა). 1977 წელს დაამთავრა თერჯოლის საშუალო სკოლა, 1983 წელს − ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად, მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების რეფერენტად, გამომცემლობის რედაქტორად, ტელევიზიის კორესპონდენტად. 2009 წელს მღვდლად იქნა ხელდასხმული. არის კოპიტნარის ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი. მისი ლექსები წლების მანძილზე იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „მზით გალანდული ყურძნის მტევანი“, „ციცინათელა ზამთრის ღამეში“, „მოხუცი ლანდი.“ 2018 წელს გამოვიდა მისი ლექსების ერთტომეული „ღამე თენებით.“



წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები