ჩუბინაშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩუბინაშვილი ნიკოლოზ, (ნიკო) — (1788–1845), ლექსიკოგრაფი, გრამატიკოსი, მთარგმნელი.

1807 წ. დაამთავრა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი და დაინიშნა გიმნაზიაში რუსული ენის მასწავლებლად. 1825 წლამდე პედაგოგობასთან ერთად ეწეოდა მთარგმნელობითსა და ლექსიკოგრაფიულ მუშაობას. 1825-37 წწ. ცხოვრობდა პეტერბურგში, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში მთარგმნელად. ნ. ჩუბინაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ლექსიკოგრაფიის განვითარებაში. აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი ორი კაპიტალური ნაშრომი: „ქართული ლექსიკონი რუსული თარგმანითურთ და „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ (ორ ტომად). 1845 წ. იმოგზაურა პალესტინაში, სადაც ჯვარის მონასტერში აღმოაჩინა გიორგი მერჩულეს განთქმული თხზულება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, აღწერა იქ დაცული ძველი ქართული ხელნაწერები, გადმოიღო რუსთაველის პორტრეტი.


თხზულებანი

  • ქართული ლექსიკონი რუსული თარგმანითურთ, 1961;
  • რუსულ- ქართული ლექსიკონი, ტ. I-II, 1971-73.


ლიტერატურა

  • ა. ღლონტი, ნიკო ჩუბინაშვილის ქართული ლექსიკონი (ცალკე ამონაბეჭდი), 1961;
  • კ. კინწურაშვილი, დავით ჩუბინაშვილი, 1970;
  • ვ. ტრეტიაკოვი, ენციკლოპედიის თხუთმეტი სტრიქონი, „მნათობი“, 1974, N1.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები