ჩხენკელი კიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიტა ჩხენკელი

კიტა (პეტრე) ჩხენკელი – (დ. 8 ნოემბერი 1895, ქუთაისი, – გ. 22 ოქტომბერი 1963, ციურიხი), ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი.

1912 ქუთაისში დაამთავრა საშუალო სასწავლებელი. 1913-17 მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალსა და მსოფლიო ლიტერატურას. 1918 დაბრუნდა საქართველოში. 1920 სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გააგზავნეს. ჰალესა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში სწავლობდა ფილოსოფიასა და სოფლის მეურნეობას, 1936 მიენიჭა სამეცნიერო ხარისხი. ამავე წლიდან ჰამბურგის უნივერსიტეტში, ხოლო 1946-იდან ციურიხში ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენებს. 1957 გამოსცა (რ. ნოიკომთან ერთად) „ვისრამიანის“ გერმანული გადამუშავებული თარგმანი. 1958 გამოვიდა მისი ორტომეული „ქართული ენის შესავალი“ (გერმანულ. ენაზე). 1 ტომში წარმოდგენილია თეორიული ნაწილი, II-ში – სავარჯიშოები და ქრესტომათია. 1960-იდან კ. ჩხენკელმა დაიწყო ვრცელი ქართულ-გერმანული ლექსიკონის შედგენა და გამოცემა ნაკვეთებად. მის სიცოცხლეში გამოვიდა 6 ნაკვეთი. ლექსიკონს მე-7 ნაკვეთიდან ხელმძღვანელობდა კ. ჩხენკელის მოწაფე ი. მარშევი. სულ გამოვიდა 26 ნაკვეთი. გამოცემა დამთავრდა 1974.

ბ. საბაშვილი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები