ცენუროზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცენუროზი – (coenurosis; აღმძვრელის ლარვული ფორმის გვარის დასახელება coenurus + ბერძნ. osis დაავადება), ცხვრის ჰელმინთოზი, რომელსაც Multiceps-ის გვარის ცესტოდას ლარვული ფორმები იწვევენ. უპირატესად გავრცელებულია ცერებრალური ცენუროზი (რეტი) და კუნთოვანი ქსოვილისა და კანქვეშა უჯრედისის ცენუროზი.

ცერებრალური ცენუროზის საწყის სტადიაზე ცხვარი დაძაბუნებული ან აგზნებული, ან დამფრთხალია. მას აღენიშნება კუნთების კრუნჩხვითი კანკალი და იგი უმიზნოდ მოძრაობს. მომდევნო ეტაპზე კლინიკური ნიშნები ქრება და 2-6 თვის განმავლობაში ცხოველი ჯანსაღად გამოიყურება. შემდეგ მისი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, ცხოველი აღარ იღებს საკვებს, არ რეაგირებს გარემო სიტუაციაზე, მოძრაობს წრეზე, ხდება, სუსტდება, უმეტესად წევს და ბოლოს, კვდება.

კუნთოვანი ქსოვილისა და კანქვეშა უჯრედისის ცენუროზის დროს ცხვარი მადას კარგავს, ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ხდება. მატყლი აბურძგნულია. თავისა და კისრის მიდამოში კანქვეშ, აგრეთვე ტანზე ჩნდება სიმსივნისებრი წარმონაქმნები.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები