ცერებრალური დამბლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცერებრალური დამბლა - (cerebral palsy), ტვინის არაპროგრესირებადი ქრონიკული დაავადებების ჯგუფი, რომელიც დაბადებისთანავე ან განვითარების ადრეულ ეტაპებზე ვლინდება და თავისუფალი მოძრაობების საშუალების ორმხრივი დარღვევით ხასიათდება. ყველაზე ხშირად პათოლოგიურ პროცესში კორტიკოსპინალური ტრაქტებია ჩართული, რაც სისუსტეს და სპასტიკურობას იწვევს, და ძირითადად, ქვედა კიდურებზე ვლინდება, რაც თავის მხრივ, „მთიბავის სიარულს“ ავლენს. შესაძლოა, აგრეთვე, ათეტოზის და ატაქსიის გამოვლინება, ხშირად აღინიშნება კრუნჩხვები და გონებრივი ჩამორჩენილობა. შესაძლოა, აღინიშნებოდეს ტვინის დარღვევები, როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი (პრენატალური ინფექცია, სამშობიარო ტრავმა, ასფიქსია, რეზუს-შეუთავსებლობა და სხვა).

სინონიმი

დაავადება ლიტლის




წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები