ტროპიკული ფარიანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ციანოფილის ფარიანა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტროპიკული ანუ ციანოფილის ფარიანა - Abgrallaspis cyanophylli Sign, მწერი ნახევრადხეშეშფრთიანთა რიგისა. მავნებლის მატლები და დედალი იმაგო ჩაის მცენარეს ძირითადად უზიანებენ ფოთლებს და გამერქნებულ ორგანოებს. ფარიანების დიდი ნაწილი სახლდება ფოთლის ქვედა მხრიდან ძარღვების გასწვრივ და წუწნის შედეგად ფოთლებზე წარმოშობს ყვითელი ფერის ლაქებს, რომლებითაც თანდათანობით იფარება ფოთლის ფირფიტა. ფოთოლი ცვივა. გამერქნებული ორგანოები ხმება. სათესლე ჩაის პლანტაციებში გარდა მწვანე ორგანოებისა, სათესლე კოლოფებსაც აზიანებს, რითაც უარყოფით გავლენას ახდენს თესლის ზრდა-განვითარებასა და მის ხარისხზე. მავნებელი წელიწადში იძლევა 2-3 თაობას.




წყარო

ჩაის მავნე ორგანიზმები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები