ფოთოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Fotoli.PNG

ფოთოლი - მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ორგანოა, რომელიც მხოლოდ ღეროზე ვითარდება. მისი დანიშნულებაა არაორგანული ნივთიკრებების გარდაქმნა ორგანულ ნივთიერებებად (ფოტოსინთეზი), წყლის ორთქლება (ტრანსპირაცია), გაზთა ცვლა, დაჟანგვის ანუ სუნთქვის პროცესის წარმართვა, ჟანგბადის გამოყოფა და ნახშირორჟანგის შთანთქმა.

ფოთლის საშუალებით შეიძლება ადვილად დადგინდეს რომელ კლასს (ერთლებნიანს თუ ორლებნიანს) ეკუთვნის მცენარე და განისაზღვროს მისი სახეობაც. ფოთოლი თესლშია ჩასახული და გაღივებისთანავე ვითარდება, იგი შედგება ფირფიტისა და ყუნწისაგან. არის უყუნწოც, ე. წ. მჯდომარე ფოთლები. ხალთიანი ფოთოლი ისეთი ფოთოლია, რომლის ქვედა ნაწილი გამსხვილებული ან გაბრტყელებულია. ფორმით მეტწილად მილისებრია და ღეროს ეხვევა. ამ ნაწილს ხალთა ეწოდება, ხოლო ზედა თავისუფალ ნაწილს — ფირფიტა. მცენარეთა უმრავლესობას ფოთლის ფუძის გვერდებზე უვითარდებათ თანაფოთლები, რომლებიც შეიძლება იყოს სიფრიფანასებრი, ჯაგრისებრი, ქერქლისებრი, ეკლისებრი და სხვ.

ფოთლის ფირფიტა მრავალფეროვანია: ფორმით, ზომით, სიმეტრიით, მისი ძირითადი ნაწილების — ფუძის წვერის, ძარღვებისა და შებუსვის თავისებურებებით. მარტივი და რთული ფოთლის ფოთოლაკები ფორმით მრავალგვარი ა: ნემსისებრი ანუ წიწვი (ფიჭვი, ნაძვი, კედარი და სხვ.), ხაზურა (ხორბალი), ლანცეტისებრი (ტირიფი), მოგრძოელიფსური (წყავი), მომრგვალო (ვერხვი), კვერცხისებრი (წიფელი), გულისებრი (ცაცხვი), თირკმლისებრი (იუდას ხე), ისრისებრი (ისარა), ფარისებრი (დედოფლის ყვავილი), შუბისებრი (ღოლო) რომბისებრი (ოფი) და სხვ.

ფოთლის ფირფიტის ფუძე განსხვავებულია. ცნობილია: მრგვალი სელისებრი, გულისებრი, ისრისებრი, შუბისებრფუძიანი. ზოგიერთს ბლაგვი ან მახვილი ფირფიტის წვერი აქვს, ზოგს — წაწვეტილი, წვეტიანი ან ამოკვეთილი, ზოგჯერ — მთლიანი, დაკბილული ან ეკლიანიც. ფოთოლი კიდემთლიანია, როდესაც მისი კიდეები სრულად არ არი ამოკვეთილი ან ოდნავ ამოკვეთილი. კბილებიანი ანუ დაკბილული. თუ ფოთლის კიდეები სოლივითაა ამოკვეთილი, ორივე წვერი მახვილია - ასეთი ფოთლები ზოგჯერ ხერხკბილა ან ორჯერ ხერხკბილა, ან მრგვალკბილაა.

დანაკვთული ფოთოლი ისეთი ფოთოლია, როცა მისი ფირფიტის კიდე სიგანეზე '/4-მდეა ამოკვეთილი. დანაკვთული ფოთლებიდან განირჩევიან: ფრთისებრდანაკვთული, თათისებრდანაკვთული და სამყურასებრდანაკვთული ფოთლები.

Fot.PNG

დაყოფილი ფოთლები ისეთი ფოთლებია, რომლის ფოთლის ფირფიტის კიდე სიგანეზე '/4-ზე უფრო ღრმადაა ამოკვეთილი. ასეთი ფოთლები სამი სახისაა — ფრთისებრი, თათისებრი და სამყურასებრ დაყოფილი.

ფოთოლი თავისი კონსისტენციით მრავალფეროვანია. ზოგჯერ იგი შიშველია, ხშირად მას ქვედა ან ზედა მხარეზე უვითარდება სხვადასხვა სახის გამონაზარდი (ბეწვის სახით), რომელიც ეპიდერმისის გამონაზარდია და დამცველ საშუალებას წარმოადგენს.

ფოთლის შებუსვა არის აბრეშუმისებრი, ხავერდისებრი, ხაოიანი ქერქისებრი, ბანჯგვლიანი, ჯაგრისებრი, ჯირკვლოვანი და სხვ. — მცენარეებს უვითარდებათ მარტივი და რთული ფოთლები. მარტივი ისეთი ფოთოლია, როდესაც ყუნწზე ერთი ფირფიტა აქვს განვითარებული; რთულს მთავარ ყუნწზე რამდენიმე ფირფიტა უვითარდება, რომელიც ფოთოლაკს წარმოადგენს.

რთული ფოთოლი სხვადასხვაგვარია — ფრთისებრრთული, თათიაებრ რთული, სამყურასებრ რთული. ფრთისებრ რთულია ფოთოლი, როდესაც მთავარი ყუნწის მთელ სიგრძეზე ფოთოლაკები სხედან. თუ ყუნწის წვერზე ერთი ფოთოლაკია, მაშინ ასეთი ფოთოლი კენტფრთისებრია (კაკალი, აკაცია, ჯონჯოლი და სხვ.), თუ წყვილი წყვილფრთისებრია (უძრახელი, ბარდა, სურო, ცერკვი და სხვ.).

თათისებრ რთული ფოთოლი ისეთი ფოთოლია, რომლის ფოთოლაკები უმეტესად ერთ წერტილში სხედან (ცხენის წაბლი, კანაფი და სხვ.) სამყურასებრი რთული ფოთოლი აქვს სამყურას და სხვა მცენარეებს (იონჯა, ძიძო და სხვ.). ასეთ შემთხვევაში ყუნწზე სამი ფოთოლაკი ვითარდება.

წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები