ფხოველი ჯარჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ციგროშვილი დავით-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯარჯი ფხოველი

ფხოველი ჯარჯი − (1943), ქართველი პოეტი, მთარგმნელი და მწერალი. ნამდვილი სახელი და გვარი − დავით ციგროშვილი. დაიბადა სოფელ არახიჯაში (დუშეთი, ფშავი). საშუალო სკოლა იქვე დაამთავრა, ხოლო შემდეგ − თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1966 წელს. 1968-1977 წლებში მუშაობდა გამომცემლობებში, ჟურნალის რედაქციაში. მუშაობას მალე თავი მიანება. 10 წელიწადზე მეტია თავის მშობლიურ კუთხეს, ფშავს დაუბრუნდა და მოღვაწეობას იქიდან განაგრძობს. ჯარჯი ფხოველს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის, პოეზიისა და მთარგმნელობითი ხელოვნების წინაშე. მან შეძლო სოციალისტური რეალიზმის კლიშეებს გაჰქცეოდა, იგი ვერლიბრის ერთ-ერთი ფუძემდებელია ქართულ პოეზიაში.


ლი ბო
განდეგილთან ვქეიფობ მთებში
თარგმნა ჯარჯი ფხოველმა
ვქეიფობთ მე და შენ, გარშემო ტიალი
ყვავილთა ფურცლები ღაღანობს.
მეორე ფიალა და მერვე ფიალა –
ასე ვსვამთ და მოდის საღამო.
დავთვერი და ძილმა იძალა. დავდუმდი.
შენ წადი. შენი გზით იარე.
მე ვიცი: მეწვევი დილაზე ფანდურით,
ფანდურის ღუღუნში გამოვცლით ფიალებს.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები