ციკუტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Cicuta.PNG

ციკუტა - მიეკუთვნება ქოლგოსანთა – Urbelliferac-ს ოჯახს. მრავალწლიანი ან ორწლიანი 60-120 სმ-მდე სიმაღლის მცენარეა სქელი, დატოტვილი ღრუ ღეროთი, გარედან მოწითალოა. ფოთლები ორ სამ ფრთართულია, ვიწრო ლანცეტისებრი ან ხაზურა ლანცეტისებრი, და ნაკვთული, ყვავილები წვრილი თეთრი ფერის, შეკრებილია ტოტები დაბოლოებაზე ქოლგის სახით. ნაყოფი მომრგვალებულია: ფესურები სქელი, განაკვეთზე ჩანს მრავალრიცხოვანი ტიხრები, მთლიანად მცენარე ძირითადად კი ფესვები, გამოყოფს თავისებურ სუნს, რომელიც ოხრახუშისას ჰგავს. ციკუტა ძლიერ შხამიანი მცენარეა, განსაკუთრებით გაზაფხულზე, ხოლო შემდეგ მისი შხამიანობა მცირდება.

ძირითადი მოქმედი ნივთიერება ციკუტოტოქსინია, რომლის რაოდენობაც ნედლ ფესურაში 0,2%-ს უდრის, გამომშრალში კი მისი რაოდენობა 1,5%-დან - 3,5 %- მდე აღწევს. სხვა ნივთიერებებიდან მასში არე ალკალოიდი ციკუტინი და ეთერზეთები. ციკუტას ნაყენს იყენებენ მცენარეთა დაცვაში სხვადასხვა მავნებლი მატლების წინააღმდეგ; ნაყენის დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება ფესურები, შეიძლება მისი დანარჩენი ნაწილების გამოყენებაც.

ნაყენის დასამზადებლად იღებენ 1 კგ კარგად დაქუცმაცებულ მშრალ ნედლეულს, უმატებენ 10 ლიტრ წყალს, აჩერებენ 24 საათის განმავლომაში. გამოწურავენ, გაფილტრავენ და ასხურებენ ხერხიების მატლების წინააღმდეგ.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები