ცინცაძე გიორგი (ფილოსოფოსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ცინცაძე – 1926 - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი, დაიბადა 1926 წელს სოფელ ბუკისციხეში (ჩოხატაურის რაიონი). 1944 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1948 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური მოტივებით. 1956 წელს რეაბილიტაციის შემდეგ სწავლა განაგრძო ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც 1957 წელს დაამთავრა. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობაში, დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ფილოსოფიის ინსტიტუტში, 1989-1993 წლებში იყო თბილისის სასულიერო აკადემიის პრორექტორი, „საღვთისმეტყველო კრებულის“ რედაქტორი, ბოლო წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრის პროფესორი.

გ. ცინცაძის მეცნიერული კვლევის ძირითადი სფეროა რელიგიის ფილოსოფია და ჰერმენევტიკის პრობლემები. იგი იზიარებს იმ აზრს, რომ ღმერთი არის პიროვნება, ხოლო ადამიანი არის ღვთის ხატი. ადამიანი პიროვნებად ხდება სხვა ადამიანთან მიმართებასა და მასთან დიალოგში. დიალოგი არის ლოგოსი, ლოგოსი არის ღმერთი.


თხზულებები

  • „მათემატი, კური ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლების კრიტი, სკისათვის“ (თბილისი, 1968);
  • „გაგების მეთოდი ფილოსოფიაში და პიროვნების პრობლემა“ (თბილისი, 1973);
  • „პიროვნება, დრო, განწყობა“ (თბილისი. 1981).

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები