ცინცაძე ნანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნანა ცინცაძე

ცინცაძე ნანა − (1955), ქართველი ექიმი, პოეტი და მწერალი. დაიბადა თბილისში, იურისტების ოჯახში. წარჩინებით დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. არის თერაპევტი, მუშაობს ფსიქოთერაპიაშიც. პირველი წიგნი სამედიცინო სფეროს მიუძღვნა (მკურნალობა საოჯახო პირობებში), შემდეგი რამდენიმე წიგნი ლიტერატურაში − პოეზია (კრებული − „გვიან და ადრე”), პროზა. მის ლექსებზე შექმნილია ასეულობით სიმღერა ქართულ და რუსულ ენებზე. არის რამდენიმე მუსიკალური ალბომის ავტორი.


* * *
მე გავაკეთე აღმოჩენა − ვარ ბედნიერი.
კვლავ შემწევს ძალა, ვიტირო და
მჯეროდეს ხვალის.
არავინ მითხრას − ცრემლი შრება,
მუდმივად ვდარდობ...
ცრემლი არ შრება, ცრემლით ხდება
გადახდა ვალის.
ყველას ცხოვრების რაღაც გვმართებს −
დიდი ან მცირე.
წასული წლები მეტად მკაცრი განაჩენია.
ბევრჯერ დამცხრილეს, ფენიქსივით
მაინც აღვსდექი
და კვლავ სიცოცხლეს მივუძღვენი −
რაც დამრჩენია.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები