ცირკადული რიტმის ძილის აშლილობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცირკადული რიტმის ძილის აშლილობები (ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევა) - არსებობს ცირკადული ძილის აშლილობების რამდენიმე ფორმა, რომელთაგან ყველაზე ცნობილია „ჯეტ-ლეგ“ (ბიორითმის დარღვევა საათობრივი სარტყლების გადაფრენის შედეგად). დილისა და ღამის ცვლაში მონაცვლეობით მუშაობა საკმაოდ ხშირი და მზარდი პრობლემაა, რომლის შედეგებსაც არ ექცევა სათანადო ყურადღება. სამუშაო გრაფიკის რეგულარულ ცვლილებებს თან ახლავს დაღლილობა და დაძინების დროებითი გაძნელება. ასევე, ღამის ცვლისა და თავისუფალი დღეების არარეგულარული მონაცვლეობა იწვევს ქრონიკულ ცუდ ძილს, დაღლილობას, კონცენტრაციის დარღვევას, უბედური შემთხვევების სიხშირის მატებას და უარყოფითად მოქმედებს ოჯახურ პრობლემებზე. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია მოდაფინილის დანიშვნა, მაგრამ თავისთავად საკამათოა, თუ რამდენად მართებულია ასეთ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის მედიკამენტური მკურნალობის ჩატარება (Anonymous, 2004).


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები