ცისტიცერკოზები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცისტიცერკოზები – (cysticercoses; ფინას დასახელება Cysticercus + ბერძნ. oses დაავადებები), მრავალი სახეობის ცხოველისა და ადამიანის ჰელმინთოზები (ფინოზები). მათი გამომწვევია Taeniata-ს ქვერაზმის ცესტოდების ლარვული ფორმები (ცისტიცერკები), რომლებიც ბუდობენ კუნთოვან ქსოვილსა და შინაგან ორგანოებში. გავრცელებულია ყველგან. არჩევენ ბოვისურ (მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვი), ცელულოზურ (ღორი), ტენუიკოლურ ანუ ნაზყელიან (ცხვარი, თხა, ღორი, ცხენი, მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვი, ირემი, სხვა გარეული მცოხნელი ცხოველები), ოვისურ (ცხვარი, თხა, აქლემი, ჯეირანი), პარენქიმატოზულ (ირემი, ცხენირემი, შველი, ცხვარი) და პიზიფორმულ (ბოცვერი, კურდღელი) ცისტიცერკოზებს.

კლინიკური ნიშნები არადამახასიათებელია და ვლინდება მხოლოდ ინტენსიური დაინვაზიების დროს: ციებ-ცხელება, მიოზიტები, ძლიერი სიგამხდრე.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები