ციურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ციურა

ციურა – (Brunnera macrophilla [Adams] I. M. Jonst.); ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 30-60 სმ სიმაღლის. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, გულისებური ფორმის, ფუძეში ფართოდ ამოკვეთილი, წაწვეტებული წვერით. ღეროსეული ფოთლები პატარაა და კვერცხისებური, ზედა ფოთლები მჯდომარეა. ყვავილედი მტევანია, გრძელყუნწიანი. გვირგვინი ცისფერია, ხახაში თეთრი დანამატებით. ყვ. ნაყ. III; VII. გავრცელებულია მუხნარ და რცხილნარ ტყეებში. კახეთში დიდი რაოდენობით იზრდება ჭალის ტყეებში, მისი ნახვა შესაძლებელია სოფლების – გულგულის, ლაფანყურისა და სხვ. – მიდამოებში. საქართველოში თითქმის ყველა რეგიონში გვხვდება.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები