ციციშვილი ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევან ციციშვილი

ციციშვილი ლევან − (1868 − 1919), სოფლის მეურნე. უმაღლესი ქიმიური განათლება მიღებული ჰქონდა საფრანგეთში. მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, იყო გლეხობის დამხმარე და ხელშემწყობი, კულტურულ საქმეთა მოთავე სოფლად (წრომში). იგი ლექსებსა და მინიატურებს აქვეყნებდა „ივერიაში”.


* * *
კიდევ ფიქრები, მწარე ფიქრები...
აწმყო ცხოვრებით სული კრულია,
ჟამთა სიავის მწვავე ვარამი
კაეშანივით გულს დამწოლია.
სით მოვუპოვო სულსა მშვიდობა,
სად მოვიდრიკო თავი სნეული?
საით გავექცე ცოდვის ქვეყანას,
სად არს ცხოვრება სავსე და სრული?
სად არს ჩაგრულთა წმინდა საფარი?
ხალხო ძლიერი, თავისუფალი,
სად ველურ ძალას ქედს არ უხრიან,
თავს არ ადგია ჭირისუფალი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები