ცქიტიშვილი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი ცქიტიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი – დაიბადა 1975 წლის 24 ივლისს ქ. თბილისში. — ეკონომისტი და პოლიტიკოსი.

განათლება – დაამთავრა ეკონომიკურ ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი საგარეო ურთიერთობათა სპეციალობით; ასევე დაამთავრა ვაიომინგის უნივერსიტეტი საგარეო ურთიერთობათა სპეციალისტის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება

  • ა/კ რკინიგზის თბილისის განყოფილების აკად ე.კ. ფიფიას სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ახალშობილთა პალატის სანიტარი (1990-1991)
  • საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო მდივანი, პრეზიდენტი, სამეთვალყურეო კომისიის პრეზიდენტი (1998-2012)
  • დსთ-ს და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის განყოფილების მრჩეველი (1998-2004)
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონალური თანამშრომლობის დეპარტამენტის, დსთ-ს სამმართველოს მესამე მდივანი (2005)
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის მეორე მდივანი (2005-2006)
  • ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდიუმის წევრი (2008-2012)
  • პოლიტიკურ-სამხედრო ანალიზის ცენტრი, ჰადსონის ინსტიტუტის დირექტორის ასისტენტი (2012)

პარლამენტის წევრი

  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.


რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები