ცხვირის გამოკვლევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირდაპირი და ენდოსკოპიური რინოსკოპია

ცხვირის გამოკვლევა — ცხვირის დათვალიერების დროს, აუცილებელია მისი ძირითადი ფუნქციის – სუნთქვის (როგორც მშვიდი, ასევე ფორსირებული შესუნთქვის) შემოწმება. ამ დროს, ჩვენ საშუალება გვეძლევა შევაფასოთ ცხვირის ნესტოების მდგომარეობა და მოქმედება სუნთქვის სხვადასხვა რეჟიმის დროს. მაგალითად, შესაძლებელია სუნთქვის გაძნელება გამოწვეული იყოს არა ცხვირის ღრუში არსებული პრობლემით, არამედ, ნესტოების ფრთისებრი ხრტილების კოლაფსით. ამ მოვლენის შეფასება შეუძლებელია, თუ დათვალიერებას ცხვირის სარკის გამოყენებით დავიწყებთ. ამიტომ, პირველ რიგში, დიდი თითის მეშვეობით ცხვირის წვეტი ზემოთ უნდა ავწიოთ, რაც საშუალებას გვაძლევს ცხვირის ძგიდის წინა ნაწილის შეფასება მოვახდინოთ. დავადგინოთ როგორი არის ის – გამრუდებული, სწორი და ასე შემდეგ.

ინსრუმენტული გამოკვლევა – წინა რინოსკოპია, ცხვირის სარკის, თავზე მოთავსებული შუქის წყაროს და მეორე ხელის დახმარებით ხორციელდება.

რინოსკოპიის დროს შეფასება ეძლევა ცხვირის ღრუს, სეკრეტს, ლორწოვანის ფერს, ძვლოვან და ხრტილოვან დეფორმაციას, უცხო სხეულის არსებობას.

შესაძლებელია გამოვიყენოთ ცხვირის ვაზოკონსტრიქტორები (Xylasol) რათა, შემცირებული ლორწოვანის ხარჯზე, უფრო კარგად შევაფასოთ ღრუები.

ზოგ შემთხვევაში, როდესაც ცხვირის ღრუ ძალიან ფართოა, შესაძლებელია ცხვირ-ხახის შეფასებაც.

ცხვირის ენდოსკოპიური კვლევა-ნაზოფიბროსკოპია, უფრო დეტალური და თანამედროვე კვლევაა. ის არაა ყოველთვის აუცილებელი. თუმცა, როდესაც საქმე გვაქვს ცხვირის რაიმე სერიოზულ პრობლემასთან, ეს ყველაზე კარგი გამოსავალია.

ენდოსკოპიური კვლევა შესაძლოა განხორციელდეს დრეკადი, ფიბროსკოპიული ან რიგიდული ოპტიკით. სასურველია ამ კვლევის ჩაწერა, შემდგომი ანალიზისთვის.

ფუნქციური კვლევები

ცხვირის სასუნთქი ფუნქციის საუკეთესო კვლევას დღეს აკუსტიკური რინომანომეტრია წარმოადგენს. ჩვენს კლინიკაში ამ კვლევის გარეშე ცხვირის არცერთი ფუნქციონალური ოპერაცია არ კეთდება. მიზეზი მარტივია:

— დიაგნოზის სიზუსტე;
— პოსტოპერაციული შედეგის განსაზღვრის შესაძლებლობა;
— მედიკოლეგალური ასპექტი;

ყნოსვის და გემოს განმსაზღვრელი კვლევები

ყნოსვის გამოკვლევა ოლფაქტომეტრის ან სხვადასხვა განზავების ექსტრაქტის საშუალებით ხორციელდება.

გემოს შეგრძნება ძალიან არის დამოკიდებული ყნოსვაზე. ყნოსვის დაკარგვა საგრძნობლად იწვევს გემოს დაკარგვას. ზოგ შემთხვევაში, ეს ელემენტარული შეგრძნების დონემდე დადის: შაქრიანი, მარილიანი, ცხელი და ასე შემდეგ.

არსებობს გემოს დაკარგვა მედიკამენტოზური მიზეზითაც.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები