ცხვირ-ხახა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხვირ-ხახა — ადამიანის ეს ღრუ მთლიანად ცხვირის ღრუს უკან და რბილი სასის ზემოთ მდებარეობს.

მის უკანა კედელზე ლიმფოიდური ქსოვილის სიჭარბე, ადენოიდურ ვეგეტაციას წარმოქმნის, რაც ბავშვებში ოპერაციული ჩარევის მიზეზი ხდება, სუნთქვის გაძნელების გამო.

გვერდითა კედლებზე ევსტაქის მილი იხსნება და შუა ყურის დრენაჟს ახორციელებს.

წინიდან, ცხვირ-ხახა ცხვირის ღრუს ქოანებით უკავშირდება.


NOTA BENE
  • ახალშობილის სუნთქვის ფუნქცია მთლიანად დამოკიდებულია ცხვირზე, რადგან პირით სუნთქვა, ძალიან გრძელი რბილი სასის

გამო, მათ არ შეუძლიათ. ამიტომ, ცხვირის ფუნქციის ნებისმიერი მოშლა შესაძლოა სუნთქვის უკმარისობის მიზეზი გახდეს.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები