ჭანტურია ლადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლადო ჭანტურია

ლადო ჭანტურია – (Lado Chanturia), იურისტი, მეცნიერი,დიპლომატი, 2014-2018 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

დაიბადა: 14 აპრილი, 1963 წელი, წალენჯიხის რაიონი, ქალაქი ჯვარი, საქართველო.

განათლება:
1980-1985 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით;
მიიღო იურისტის კვალიფიკაცია;
1986-1989 – დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია კანონმდებლობისა და შედარებითი სამართლისმცოდნეობის მოსკოვის ინსტიტუტში;
1991-1993 – იყო გერმანიის აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიანტი გეტინგენის უნივერსიტეტში (გერმანია) და მოამზადა სადოქტორო დისერტაცია;
1994 – დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „უძრავი ნივთების საკუთრება. შედარებით-სამართლებრივი კვლევა გერმანული სამართლის მაგალითზე“;
1996 – იყო მაქსპლანკის საზოგადოების სამეცნიერო სტიპენდიანტი მაქს-პლანკის სახელობის კერძო სამართლის ინსტიტუტში ჰამბურგში;
2004-2006 – იყო ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სამეცნიერო სტიპენდიანტი მაქს-პლანკის სახელობის კერძო სამართლის ინსტიტუტში ჰამბურგში და ბრემენის უნივერსიტეტში (გერმანია);
2013 – კილის უნივერსიტეტის (გერმანია) საპატიო დოქტორი.

სამუშაო გამოცდილება:
1985-1995 – იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი და დოცენტი;
1995-დან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
1993-1996 – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი;
1997-2004 – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი;
1998-1999 – საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
1999-2004 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
2001-2018 – თ. წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
2006-2009 – პროექტის დირექტორი ბრემენის უნივერსიტეტში (გერმანია) „კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა სამოქალაქო და ბიზნეს სამართალი“;
2009-2011 – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) უფროსი მრჩეველი ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში სამართლის რეფორმის რეგიონულ პროექტში;
2011-2014 – კილის ქრისტიან-ალბრეხტის სახელობის უნივერსიტეტის გასტპროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტი (გერმანია);
2018-დან – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, სტრასბურგი.

სამეცნიერო პუბლიკაციები:
არის ორასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა ნაწილი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და თურქმენულ ენებზე.

ფლობს: ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
1996 – ჯორჯ შულცის პრემია ახალგაზრდა მეცნიერთათვის;
2004 – ამერიკის იურისტთა ასოციაციის პრიზი და 2003 წლის რეფორმატორის წოდება;
2006 – გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო „Das Grosse Bundesverdienstkreuz der Bundesrepublik Deutschland“;
2009 – ყაზახეთის ჟურნალ „იურისტის“ პრიზი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები