ჭიაბერაშვილი ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ჭიაბერაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ქართველი ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, დიპლომატი, 2005-2010 წლებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, 2011-2012 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში

დაიბადა 1972 წლის 6 ივნისს ქ. თბილისში.

განათლება
1989-1994 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი; მიიღო ფილოსოფოსის კვალიფიკაცია;
1994-1997 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა;
მიიღო ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი (1999);
2007-2009 – Kellogg School of Management, Northwestern University (Evanston, USA) da WHU – Otto Beisheim School of Management (Vallendar, Germany) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა; მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.


სამუშაო გამოცდილება
1993-1997 – გაზეთ „რეზონანსის“ რეპორტიორი, ახალი ამბების რედაქტორი, საერთაშორისო ამბების რედაქტორი;
1997-2001 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი;
1998-2002 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1999-2002 – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი;
2002-2003 – აღმასრულებელი დირექტორი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
2003-2004 – თავმჯდომარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
2004-2005 – ქალაქ თბილისის მერი;
2012 წელს – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
2012-2013 – კახეთის გუბერნატორი;
2016-2020 – საქართველოს პარლამენტის წევრი. პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონები“ - წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (01-11-2013)

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები