ჭინჭილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭინჭილა

ჭინჭილა - ღვინის სასმისი. მზადდებოდა როგორც თიხისგან, ასევე ხისგანაც (ბზა, კაკალი, ძელქვა). მუცლიანი და ყელიანი პატარა სასმისია. შავ ფორმებში გამოთლის შემდეგ მუცელს ძირიდან შეყვებიან და გამოიღებენ პატარა ხვეწებით, შემდეგ ყელს გახურებული შანთით ჩახვრეტენ და ძირში ხეს გამოუყენებენ. თიხის ჭინჭილები გვხვდება როგორც მოჭიქული, ასევე მოუჭიქავიც. აქვთ თითის გასაყრელი სახელური - ყური. ჩარხზე გამოთლილი ხის ჭინჭილები ერთობ ლამაზი შეხედულებისაა. თავისი კოპწია მუცლებითა და ლამაზად გამოყვანილი სატუჩეთი. ღვინოს ძუნწად აწვდის და ღვინოს მოწყურებულ ადამიანს სმის სიამოვნებას უხანგრძლივებს.





წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები