ჭიჭინაძე გივი (პოლიტიკოსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გივი ჭიჭინაძე

გივი ჭიჭინაძე – დაიბადა 1959 წლის 2 ივლისს ქ. თბილისში.

განათლება – დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება

  • დიღმის საცდელი მეურნეობის მუშა (1976-1977)
  • საქსახკომსოფლტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური დაპროექტების და ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის მეცხოველეობის ფერმების ელექტრომექანიზაციის განყოფილების ტექნიკოსი (1977)
  • საქსახკოსოფლტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური დაპროექტების და ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის საკონსტრუქტორო განყოფილების უფროსი ტექნიკოსი, ინჟინერი, მე-3 კატეგორიის კონსტრუქტორი (1980-1987)
  • საქართველოს ვოკალურ-მუსიკალური ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლის მასახიობ-მომღერალი (1987-1990)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საგარეო ეკონომურ ურთიერთობათა ასოციაცია „იყალთო XXI“ საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი (1990-1994)
  • შპს „ლიბო XXI“ მენეჯერი (1994-1996)
  • საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ქვემო ქართლის საბაჟოს საგუშაგო „სადახლოს“ უფროსის მოადგილე (1996)
  • საბაჟო საგუშაგო „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი (1998)
  • საბაჟო დეპარტამენტის ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის და ინსპექტირების სამმართველოს საბაჟოს „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი (1998-1999)
  • საბაჟო „წითელი ხიდის“ საინსპექციო განყოფილების ცვლის უფროსი (1999)
  • საბაჟო „წითელი ხიდის“ უფროსის მოადგილე (1999); უფროსი (1999-2000)
  • თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებელი (2014-2015)
  • იმერეთის რეგიონის რწმუნებული-გუბერნატორი (2015-2018)

პარლამენტის წევრი

  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2018 წლის 16 მაისიდან 2020): მაჟორიტარი, ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: მაჟორიტარი, №22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020), დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (17-12-2020)


სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენი (01-01-1999)

საპატიო წოდება

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია (01-01-1998)
  • ხელოვნების ქურუმი (01-01-2006)

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები