ხაბეიშვილი სოლიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოლიკო ხაბეიშვილი

ხაბეიშვილი სოლიკო– (1935 – 1995), საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, პოეტი.

დაიბადა თბილისში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა და შემდეგ სპი-ს სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი, მაგრამ ამ სპეციალობას არ გაჰყოლია, კომკავშირულ-პარტიული საქმიანობით იყო დაკავებული, იყო ქუთაისის ქალაქკომის პირველი მდივანი, 80-იანი წლების დასაწყისში კი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი გახდა. 1987-95 წლებში, როგორც შემდეგ გაირკვა, უსაფუძვლო ბრალდების გამო, რვა წლით აღუკვეთეს თავისუფლება და პატიმრობისას შექმნა ლექსები, რაც შემდეგ საფუძვლად დაედო წიგნს სახელწოდებით „ციხის რვეული“, რომელიც 90-იანი წლებისათვის სრულიად უპრეცედენტო ტირაჟით (30 ათასი) გამოიცა.


(ფრაგმენტები „ციხის რვეულიდან“)
* * *
ესაა ჩემი ბოლო აკორდი,
ბოლო სიმღერა, ლექსი თუ სხვა რამ,
რითაც მე გულში ხანძარს ვაქრობდი,
ვეომებოდი მე სულში წკვარამს.
სიმართლეს მერე ვიღაცა იტყვის,
ჩემს მარტვილობას ჩამოხსნის ნიღაბს,
მაგრამ გაიგებს ჩემს ტკივილს ბრიყვი,
ისეთი, ადრე თვითონ რომ ვიყავ?!
* * *
ბეღურა დილით ჭიკჭიკებს ლოცვებს
და ჩემს სარკმელზე დახტის და ცქმუტავს,
ეალერსება რკინის გისოსებს,
ჩემს ყარაულებს და სულთამხუთავს...
რას მეუბნება, რა ამბებს აქსოვს,
რაზე ჟღურტულებს, არა მესმის რა,
გაიღვიძეო, რომ მითხრა, მახსოვს, –
თუ დამესიზმრა?


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები