ხარისჩლიქა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული ხარისჩლიქა

Asarum ibericum Stev. ex Ledeb. – ქართული ხარისჩლიქა მეგრულად – ოღალარის.

მრავალწლოვანი 5-10 სმ სიმაღლის მხოხავ ფესურიანი ბალახოვანი მცენარეა, ინვითარებს მოკლე ტოტებს, რომლებზედაც ფოთლები და ყვავილები ვითარდება. ფოთლები გულისებრია ან სამკუთხა-გულისებრი. ყვავილები მილისებრია, ქვევით დახრილი ყუნწებით, მუქი ყავისფერი. ყვ. IV-V; ნაყ. VII-VIII. იზრდება ტყეებში მთის ქვედა სრტყლიდან ზედა სარტყლამდე. ქართული ხარისჩლიქა სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება ევროპული ხარისჩლიქას (Asarum europeum) ანალოგიურად.

სამკურნალოდ პრაქტიკულად მთელი მცენარე გამოიყენება. შეიცავს: ეთერზეთებს, ქაფურის მსგავსი ნივთიერების — აზარონის შემცველობით, შაქრებს, სახამებელს, ლორწოს, ეთერებს, სესკვიტერპენულ ნახშირწყლებს და სპირტებს, ფენოლკარბონულ მჟავებს, სტეროიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს, საპონინებს, გულის გლიკოზიდებს, ორგანულ მჟავებს, ფისებს, მიკროელემენტებს, ალკალოიდებს.

ხასიათდება სამკურნალო თვისებების ფართო დიაპაზონით. ღებულობენ, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ბრონქების გამაფართოებელ, სისხლდენისშემაჩერებელ, კარდიოტონურ, ამოსახველებელ, დიურეზულ, სასაქმებელ, ჭრილობების შემახორცებელ, დამამშვიდებელ, სიცხისდამწევ, შარდმდენ, ანტიჰელმინტურ, ანტისკლეროტულ საშუალებას. მცენარე მეტად ეფექტურია ფართო და ლოკალური ჭრილობების, წყლულების, მუნის სამკურნალოდ.

მცენარე შხამიანია, რის გამოც მისი გამოყენებისას სიფრთხილე გმართებთ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები