ხარისხოვანი მწკრივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხარისხოვანი მწკრივიფუნქციონალური მწკრივის კერძო შემთხვევა,

ao +a1x + a2x2 + … + anxn + …

სახის მწკრივი, სადაც ao,a1,a2,…,an,… – გარკვეული მუდმივებია. ხარისხოვანი მწკრივი განიხილება როგორც ნამდვილ, ასევე კომპლექსურ რიცხვთა ველში.

ხარისხოვანი მწკრივი კრებადია x რიცხვთა სიმრავლეზე, რომლებიც აკმაყოფილებენ უტოლობას | x | <R და x-ის ზოგიერთი ან ყველა მნიშვნელობისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ტოლობას| x |= R; ე.ი. ხარისხოვანი მწკრივის კრებადობის არეს, საზოგადოდ, წარმოადგენს ღია წრე R რადიუსით, რომლის ცენტრია x= 0 წერტილში. R-ს ეწოდება კრებადობის რადიუსი, ხოლო წრეს - კრებადობის წრე. კრებადობის წრის გარეთ მდებარე ყოველ წერტილში მწკრივი განშლადია.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები