ხასაია თეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეა ხასაია

ხასაია თეა – (1975), პოეტი. დაიბადა ზუგდიდში. 1992 წელს დაამთავრა ზუგდიდის ეროვნულ-ექსპერიმენტული სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა სოხუმის ივანე ჯავახიშვილის ფილიალში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლა ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში გაგრძელდა, რომელიც იმავე 1992 წელს წელს გაიხსნა. ბავშვობიდან წერდა ლექსებს, ადგილობრივ გაზეთებშიც დაიბეჭდა. მერე იყო 20 წლიანი პაუზა, ემიგრაციაში კი მუზა ახალი სიმძლავრით ეწვია. მისი ლექსები დაიბეჭდა „ლიტერატურულ საქართველოში“, ჟურნალ „ხორნაბუჯში“, „ლიტერატურულ მესხეთში“, ჟურნალ „გზაჯვარედინში“, ოცტომეულ „მზის არილის“ ათ ტომში, ინგა სუბანის ლურჯ კრებულში და სხვა. საკუთარი კრებული ჯერ არ აქვს და ფიქრობს, უახლოეს მომავალში აიხდინოს სურვილი და ოცნებაც.


* * *
ქარს არ ვუფრთხოდი ერთ დროს,
ახლა ნიავიც მყოფნის,
როგორ დავღლილვარ, ღმერთო,
ადამიანად ყოფნით.
სულის მზე ავა-ჩავა,
მიმძიმს ჭურჭელში თიხის,
ვერ ვუგებ ავანჩავანს
ამ ცხოვრების, არც მიღირს.
ცოდვიან ფიქრებს უცებ
ვაფარებ ლოცვის კარვებს,
ხანაც ცოდვის მგლებს ვუსევ
სულის უმანკო კრავებს.
თუ გულში არ ხარ, ერთობ
ვგავარ უსულო საგნებს,
ვიცი, ყველგან ხარ, ღმერთო,
მაინც, ვეღარსად გაგნებ.
ვერ დაგიუნჯე განძი,
გიხმობ დიადს და შორისს,
ამაოდ გეძებ განცდით
ადამიანთა შორის.
ბალღამს ვხაპავდი ერთ დროს,
ახლა წვეთიც კი მყოფნის,
როგორ დავღლილვარ, ღმერთო,
ადამიანად ყოფნით.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები