ხაფი (ღვთაება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხაფი – იგივე აპისი, (ეგვიპტ.) მემფისის ერთ-ერთი ღვთაება შავი ხარის სახით, რომელსაც შუბლზე თეთრი ნიშანი ჰქონდა, ითვლებოდა, რომ იგი იყო ფთახის სული; ჰელიოპოლისში მას მნევისის სახელით მიაგებდნენ პატივს. ამგვარი ნიშნით გამორჩეულ ხარს მზრუნველობის გარემოცვაში ზრდიდნენ, მემფისში ფთახის ტაძრის მახლობლად მისთვის საგანგებო სამყოფში, სადაც იგი დიდ პატივში ჰყავდათ, სიკვდილის შემდეგ კი მის მუმიას აკეთებდნენ და სარკოფაგში ასვენებდნენ საგანგებო შენობაში ე.წ. სერაფეუმში. გაზაფხულზე, სამიწათმოქმედო სეზონის დაწყების წინ ხაფის გაარბენინებდნენ ყანებზე მათი განაყოფიერების მიზნით: ეგვიპტელთა რწმენით მასზე იყო დამოკიდებული ყანების სიუხვე, ქვეყნის ნაყოფიერება და კეთილდღეობა. სასტიკად იკრძალებოდა და ისჯებოდა კიდეც ნახირში ამ ნიშნებით გამორჩეული ხარის დაკვლა ან, თუნდაც, მსხვერპლად შეწირვა.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები