ხახა-ხორხის რადიოლოგიური გამოკვლევები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ხახა-ხორხის რადიოლოგიური გამოკვლევები — რენტგენოლოგიური გამოკვლევა ინფორმაციულია ქვედა ხახის, ენის ძირის და ხორხის მიდამოს პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის.

ხორხის საგიტალური (პროფილში) რენტგენი უფრო ფართოდ გამოიყენება უცხო სხეულის, სიმსივნური პროცესის და ტრავმების დროს.

CT და MRI კვლევები, რასაკვირველია, უფრო ინფორმაციულია, მაგრამ მოითხოვს როგორც მეტ ფინანსებს, ასევე დამატებით მანიპულაციებს მაგალითად, ზოგად ანესთეზიას, განსაკუთრებით ბავშვებში.

ხახის და საყლაპავის მიდამოს რენტგენოგრაფიები კონტრასტით, უცხო სხეულების და სიმსივნეების დროს, ასევე, ინფორმაციულია.


NOTA BENE
  • რენტგენოლოგიური კვლევა უნდა მოჰყვებოდეს კლინიკურ დათვალიერებას და არა პირიქით, რადგანაც ლორწოვანზე არსებული პათოლოგია შესაძლოა საერთოდ არ გამოჩნდეს რენტგენზე;
  • რადიოლოგის და ლარინგოლოგის ერთობლივი კონსილიუმი დიაგნოზის სიზუსტის საწინდარია;


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები