ხახის ტუბერკულოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხახის ტუბერკულოზი

1. ხახის Mycobacterium-ი (ძროხის შანკრი) – გადადის დასნებოვნებული ცხოველისგან. ძირითადად, აქვთ მეცხოველეობაში მომუშავე პირებს. კლინიკურად არის ხახის ჭუჭყიანი, დაწყლულებული ნადები კისრის ადენოპათიების ფონზე.

2. ხახის დაწყლულებული ტუბერკულოზი – ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების ნაწილს შეიძლება ჰქონდეს მეორე ლოკალიზაცია პირ-ხახაში. კლინიკურად, ნიშნები ხორხის ტუბერკულოზის იდენტურია.

Izambert-ის დაავადება

საბოლოო დიაგნოზი ბიოპტატის მასალით უნდა დაისვას.

3. Izambert-ის დაავადება – ხახის გრანულომა.

კლინიკურად ძალიან დასუსტებულ პაციენტში, რომელსაც ყლაპვა ძალიან გაძნელებული აქვს ტკივილის გამო, სასაზე ან ლოყაზე ჩნდება თხილის ზომის გრანულომა. სპეციფიკურ ინფექციაზე ეჭვის დროს, საჭიროა პაციენტის იზოლირება და ტუბერკულოზის გამოვლენა. ანტიბიოტიკოთერაპიით მკურნალობისას დაავადების პროგნოზი საიმედოა.

NOTA BENE
  • ტუბერკულოზის და ნეოპლაზიის ერთად არსებობა ძალიან ხშირია ხახასა და ხორხში;
  • გახსოვდეთ, ერთის დიაგნოსტიკა არ გამორიცხავს მეორის არსებობას;


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები