ხელოვნების სოციოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხელოვნების სოციოლოგია – მეცნიერების კომპლექსური დარგი, რომელიც შეისწავლის საზოგადოების, მისი სოციალური ინსტიტუტების, ცალკეული ჯგუფების და ინდივიდების დამოკიდებულებას ხელოვნების ნაწარმოების მიმართ, იკვლევს კავშირებისა და უკუკავშირების კანონზომიერებებს, აწარმოებს მოსაზრებათა და შეხედულებათა ანკეტირებას და შემდგომ მათ ანალიზს.

ხელოვნების სოციოლოგია გამომდინარეობს სოციალური ფილოსოფიიდან და ეყრდნობა მის ძირითად პოსტულატებს. ამასთანავე, იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული სოციალურ ფსიქოლოგიასთანაც და შეისწავლის საზოგადოების ინსტიქტურ გამოვლინებებს, ინდივიდების და ცალკეული ჯგუფების სურვილებს, გრძნობებს, ინტერესებს, იდეებს, შეხედულებებს, მთლიანად კოლექტიური ცნობიერების ცვლილებათა პროცესს.

ხელოვნების სოციოლოგია არა მარტო შეისწავლის საზოგადოებრივი ცნობიერების არსებულ მდგომარეობას, არამედ აწარმოებს ხელოვნების ნაწარმოების წარმატება-წარუმატებლობის პროგნოზირებას.

ისევე როგორც ზოგადად სოციოლოგია, ხელოვნების სოციოლოგიაც შეიცავს ფილოსოფიურ-მეთოდოლოგიურ და იდეოლოგიურ მიმართულებებს, რომელთაგან განსაკუთრებული გავლენით გამოირჩევა ნეოპოზიტივიზმი, ფენომენოლოგია, ნეოფროიდიზმი და ფრანგული სტრუქტურალიზმი.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები