ხერთულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხერთულა – მდინარე საქართველოში, ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, მიერთვის მდინარე მოხვურას (მარჯვენა შენაკადი).

ხალხური ტრადიციული გადმოცემით მდინარის სახელწოდებას საფუძვლად დასდებია ის ფაქტი, რომ ამ ხევს სცოდნია უეცარი ადიდება. როცა ის ადიდდება, ყველაფერი თან მოაქვს, ქვის ლოდები, ხეები, ღორღი. ერთხელ, დიდი ხნის წინათ, მდინარე მოხვურასთან შეერთების ადგილას „იმდენი ხე რთულა, რომე წყალზეთ ფეხით გედეიარდა გზავრი". სხვაგვარი გადმოცემით „ეს ხევი რთულა (ე.ი. მიხველ-მოხვეულად) ნადინარა და სახელადაც ასთე დოუთქვამთ“.

სინამდვილეში ტოპონიმის წარმოშობის გზა სულ სხვაგვარია. კერძოდ, ამოსავალია ადგილის სახელი ხერთა (სახნავი მამულია ს. მოხვაში); ამ სახნავ-სათესი ფართობის ახლო ჩამომდინარ წყალს, ბუნებრივია, ხერთა-ულა, იგივე ხერთ-ულა შეერქმეოდა. –ურა||-ულა სუფიქს ზემოიმერულ ჰიდრონიმიაში საკმაოდ ხშირად იჩენს თავს: ლაშე – ლაშურა, ნუნისი - ნუნისურა, საირხე - საირხულა, და სხვ. მრ. მაშასადამე ხერთულა ნიშნავს „ხერთის წყალი“, „მდინარე, რომელიც ადგილ ხერთას ჩამოუდის. თვით ტოპონიმ ხერთას შინაარსი გაურკვეველია (ხე-თა „ტყიანი მთა"?) რ- სონორის განვითარება ყრუ თ-ანის წინ ზემოიმერული დიალექტისათვის ერთობ ნიშანდობლივი ფაქტია.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები