ხერტლის ჩარხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხერტლის ჩარხიხერტლის სახვეწი დანადგარი, ხის კონსტრუქცია, რომლის საშუალებითაც ხერტლებს ხვეწდნენ. ხერტალი მოძრაობაში ოსტატის მიერ მოდიოდა. ამისათვის მოხრილი ჯოხი გამოიყენებოდა, რომელზეც ტყავის თასმა თავისუფლად იყო მიმაგრებული. თასმას ხერტალს შემოახვევდნენ და ჯოხის წინ-უკან მოძრაობით, ოსტატი ცალი ხელით ხერტალს ატრიალებდა, მეორეთი კი – სახვეწი დანა ჰქონდა ხერტალზე ზომიერად მიბჯენილი და ხვეწდა.


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები