გოგოჭური ხვთისო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ხვთისო გოგოჭური-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხვთისო გოგოჭური – 1941-1997 დაიბადა თელავის რაიონის სოფელ თეთრწყლებში სართიჭალის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ( 1958) მსახურობდა არმიაში, მუშაობდა სხვადასხვა წარმოებაში. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით. იმავე წელს ჩაირიცხა ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1977 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

ხვთისო გოგოჭურის კვლევა-ძიების ძირითადი სფერო იყო ფილოსოფიური ცოდნის თავისებურება, რელიგიური ფილოსოფიის პრობლემები, ფილოსოფიისა და რელიგიის, ფილოსოფიისა და ხელოვნების ურთიერთმიმართება. მის გამოკვლევებში ამ კუთხით გაშუქებული იყო ფილოსოფიური ცოდნის თავისებურება და მისი მიმართება სპეციალურ-მეცნიერულ ცოდნასთან, მხატვრულ შემოქმედებასა და რელიგიურ რწმენასთან. ხვთისო გოგოჭურმა სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა რუსი ფილოსოფოსის ნ. ბერდიაევის შემოქმედებას.


თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები