ხვიმირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხვიმჯირი

ხვიმჯირი − მარცლეულის ჩასაყრელი ხის დიდი ჯარა. მას ოთხკუთხა და ცილინდრული ფორმა ჰქონდა, ზემოთ ფართო, ხოლო ქვემოთ – ვიწრო იყო. წისქვილში ვიწრო ბოლოთი ხვიმირი „ჯამს” უსწორდებოდა და მარცვალიც ჯერ ჯამში იყრებოდა, შემდეგ კი – წისქვილის „თვალში”. ხვიმირზე წინა მხრიდან სახელური − კოტა იყო მიმაგრებული, რომელზეც თოკით ჯამი იყო ჩამობმული. კოტა მოძრავი იყო და მასზე გადახვეული თოკით ჯამის რეგულირება − აწევა და დაწევა ხდებოდა, რითაც მარცლეულის მიწოდება წესრიგდებოდა.






წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები