ხმაურით გაბინძურება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხმაურით გაბინძურება − გარემოს ფიზიკური გაბინძურების სახე, რომლის ფორმირებას ხმაურის დროს აქვს ადგილი. ხმაური - ქალაქის ეკოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ხმაურით გაბინძურებას აქვს ადგილი დიდ საწარმოებშიც.

ხმაურით გაბინძურების განზომილების ერთეულად მიღებულია დეციბალი (დც). ჩურჩულის ხმაურს 20-40 დც გააჩნია, ჩვეულებრივ საუბარს - 50-75 დც, ქალაქის მაგისრალებზე ტრანსპორტის ხმაურს - 120 დც, თვითმფრინავის ძრავის ხმაური 130 დც-ით იზომება.

ძილის დარღვევას ადგილი აქვს 35 დც ხმაურზე, გონებრივი საქმიანობის პროდუქტიულობის შემცირებას კი 55 დც-ზე, ხოლო სმენის გაუარესებას - 70 დც-ზე. ხმამაღალი საუბარი ადამიანში ადრენალინის გამოყოფას აძლიერებს.

წყარო

გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები