ხმითნატირალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხმითნატირალი – ხეივს. მოტირალის მიერ წარმოთქმული იმპროვიზირებული ტექსტი, რომელიც უმეტესად მიცვალებულისადმი მიმართვას წარმოადგენს.

ხმითნატირალში მხატვრულად და ამაღლებულად არის გადმოცემული ეპიზოდები მიცვალებულის ცხოვრებიდან. მისი დამსახურება საზოგადოების წინაშე და დაღუპვის გარემოება, აგრეთვე მოხსენებული არიან სხვა მიცვალებულები და ჭირისუფლები. ხევსურული ხმითნატირალი ცხრამარცვლიანი ურითმო ლექსია, რომელსაც მეათე მარცვლად პროსოდიული „ო“ ემატება („წვიმათ ოდენნი გინდაც ცრემლნიო, მას კვლავთოდენნი სათვალავნიო“).

ხმითნატირალი მოტირლის ინდივიდეალური შემოქმედებაა იმპროვიზაციის პროცესში, როდესაც ტაეპს დაასრულებს მას დანარჩენი მოტირლები აძლევენ ბანს რის შემდეგაც დამწუხრებული ხმითმოტირალი, ინდივიდუალურად და ხმამაღლა წარმოთქვამს ხუთმარცვლიან ალოგიურ რეფრენს: ჰი, ჰი, აჰი, აჰ და მცირე პაუზის შემდეგ იწყებს ახალ ტაეპს.

ხმითტირილი სრულდება როგორც უშუალოდ მიცვალებულის ცხედართან. აგრეთვე მის მოსაგონარ საწესო დღეებში, როდესაც მიცვალებულის იარაღსა და ტანისამოსს „გაშლიან“.

ხმითნატირლები, დატირების სხვა სახეთა შორის, ყველაზე უფრო მაღალმხატვრულობითა და ღრმა ემოციურობით ხასიათდებიან.

დ. გოგოჭური


ლიტერატურა

ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, I, 1960, გვ. 280: მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, III, 195.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები