ხორხის დისფუნქცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ხორხის დისფუნქციახორხის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი შესაძლოა გრძელდებოდეს მრავალი მიზეზის გამო. თუ ამას ემატება დაზიანებული ლორწოვანის გადატვირთვა ვოკალური მუშაობით, ყვირილით, პროცესმა შესაძლოა ქრონიკული, შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.

სარჩევი

ხორხის ფუნქციური მოშლა დაძაბვისას

როდესაც, ამა თუ იმ მიზეზის გამო, ხორხის ხმოვან ფუნქციას შეფერხება ხვდება და ადამიანი ვერ ახერხებს ჩვეული ვოკალური ხარისხის (ხმის) მიღებას, როგორც წესი, ადამიანის რეაქცია ხმის დაძაბვაა იქამდე, სანამ ჩვეულ ხმას არ მიაღწევს.

ფორსირების გამო, ხორხის ფუნქცია კიდევ უფრო ქვეითდება და ეს კიდევ უფრო მეტ დაძაბვას მოითხოვს სასურველი ხმის მისაღებად. ასე გრძელდება სრული დისფუნქციის მომენტამდე. მანკიერი წრე უფრო და უფრო აფუჭებს ხორხის ხმოვან მონაცემებს. ლოგიკური იქნება ამას დავარქვათ ხორხის დისფუნქცია.

მიზეზები და რისკფაქტორები

ამ ტიპის დისფუნქცია უფრო ხშირად გვხვდება „ხმის“ პროფესიებში როგორიცაა: მომღერალი, მასწავლებელი, საწარმოს ხელმძღვანელი.

ასევე, ამ მანკიერი წრის მაპროვოცირებელი მექანიზმი შეიძლება გახდეს რინო-ფარინგეალური დაავადებებიც. განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ფსიქოლოგიურ დისფუნქციებსაც.

ხორხის დათვალიერება

ხორხის დათვალიერებით ჩვენ, უმეტესწილად, ვაფიქსირებთ ხმოვანი იოგების და ხორხის ნორმალურ მდგომარეობას და მისი მოძრაობის დისფუნქციას, რაც შესაძლოა გამოიხატოს იოგების არასრულ დახურვაში ან რომელიმე მხარეს მოძრაობის ჩამორჩენაში.

ასევე, შესაძლოა მოძრაობა ნორმალურად ხორციელდებოდეს და დისფონიის მიზეზი ან იოგების ანთება ან ახალწარმონაქმნი იყოს.

ამ დაავადებების დროს, დისფონიის განვითარება კონკრეტული ლოკალიზაციის ქრონიკული ლარინგიტის მიზეზით ხდება.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები