ხუან მირო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხუან მირო. კომპოზიცია, 1933; ტილო, ზეთი, 130.2X161.3 სმ. დენიელ უოდსუორთის ათენეუმი, ჰარდფორდი, კონექტიკუტი

ხუან მირო–კატალონიელი მხატვარი ხუან მირო (Joan Mirò, 1893-1983) მუდმივად ფენდა ნამუშევრებს სიურეალისტებთან ერთად, მაგრამ ფორმალურად, არასდროს მიერთებია მათ მიმდინარეობას. მიროს ბიომოფრული აბსტრაქციაც რაციონალურისგან გონების გათავისუფლებას ემსახურება, თუმცა უფრო მსუბუქი ფორმით. 1933 წლის ნამუშევარი კომპოზიცია დასახლებულია თითქოს შემთხვევით განლაგებული, გამრუდებული ბიომორფული, პირველადი თუ მითლოგიური ფორმებით. ისინი უკონტროლოდ ჩნდება მხატვრის გონებიდან, როგორც მექანიკური არსებები, რომლებიც მხიარული ცეკვით გარს უვლიან ტილოს. სიურეალისტები ხშირად იყენებდნენ მექანიკური ხატვის თავისუფალ ასოციაციებს, რათა გონება მოდუნებულიყო და ხატებებს ქვეცნობიერიდან ამოტივტივება შეძლებოდა. როგორც ცნობილია, მირო იყო პირველი ვინც მექანიკურად ჯღაბნიდა ტილოზე, შემდეგ კი ფერწერულად ამუშავებდა ასეთნაირად გამოვლენილ ფორმებს. მისი ხატებანი თითქოს ჩვენს თვალწინ იძენს ფორმებს, თუმცა მათი არსი მუდმივად ცვალებადია. მხატვარს ყოველთვის აჯადოვებდა ბავშვების მიერ შექმნილი ხელოვნება, რომელსაც ის სპონტანურად და ძალზე ექსპრესიულად მიიჩნევდა. თავად კარგად დახელოვნებული, მირო მაინც ბავშვური თავისუფლებით ხატვის უნარს ნატრობდა.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები