ჯაბაური გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ჯაბაური

ჯაბაური გიორგი − (1874 − 1962), მსახიობი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 1893 წელს დაამთავრა თბილისის სახელოსნო სასწავლებელი და იქვე დაიწყო მუშაობა. 1903-1933 წლებში მუშაობდა თბილისის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში. სცენაზე პირველად 1891 წელს გამოვიდა სცენისმოყვარეთა სპექტაკლში. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა პირველი სახალხო თეატრის, ე. წ. „ავჭალის აუდიტორიის” დაარსებაში. 1909-1933 წლებში მუშაობდა ზუბალაშვილების მიერ აშენებულ თბილისის სახალხო თეატრში. 1956 წელს დაიბეჭდა მისი „მოგონებანი”, ლექსების კრებული გამოიცა 1906 და 1920 წლებში.




წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები