ჯანდიერი ჯუმბერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯუმბერ ჯანდიერი

ჯანდიერი ჯუმბერ − (1938 − 2018), კომპოზიტორი, მსახიობი, მხატვარი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, შემდეგ, 1972 წელს − ხარკოვის სახელმწიფო კონსერვატორია (საკომპოზიციო). 1972-1974 წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვში მხატვრობის განხრით; 1987-1994 წლებში იყო საკავშირო გრამფირფიტების ჩამწერი სტუდიის, თბილისის „მელოდიის” მთავარი მუსიკალური რედაქტორი; მოწყობილი აქვს მრავალი პერსონალური გამოფენა: თბილისში, მოსკოვში, კიევში, სანქტ-პეტერბურგში, პარიზში, ამსტერდამში და სხვა. ჯუმბერ ჯანდიერის მუსიკალური თხზულებები მოიცავს ინსტრუმენტულ სონატებს, საფორტეპიანო პიესებს, ვოკალურ (სოლო და საგუნდო) ნაწარმოებებს; მან შექმნა მუსიკა მრავალი თეატრისა და დოკუმენტური ფილმისათვის; სხვადასხვა დროს მუშაობდა შემდეგ თეატრებში: მარჯანიშვილის სახელობის, მოზარდ მაყურებელთა, სოხუმის გამსახურდიას სახელობის თეატრში შესრულებული აქვს 90-მდე მთავარი და ეპიზოდური როლი. არის ავტორი საკუთარი სიმღერების ტექსტებისა.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები