ჯაუნათ სასჯელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯაუნათ სასჯელი – ლაკათხევში (მთიულეთში) ცხრა ძმა ჯაუნარებს უცხოვრიათ. ისეთი გაბუდაყებულები ყოფილან, რომ საღმრთო მაღალთან (სალოცავთან) ციხის აშენება გადაუწყვეტიათ, საღმრთო მაღალს უნდა გავუსწორდეთო. დაუწყიათ შენება და, როცა ამთავრებდნენ, ერთი შემოვლაღა გვაკლიაო! – დაუძახნია ერთ-ერთ ძმას. – მალე გაგისწორდებით, საღმრთოო! ეს იყო და, განრისხებულ საღმრთოს მეხი დაუკრავს, დაუნგრევია ნაშენებიც და ძმებიც ამოუხოცავს და მათთან ერთად რვა რძალი ქვეშ მოუყოლებია. მეცხრე რძალი ფეხმძიმედ ყოფილა და სოფელში დარჩენილა. ამ დროს, ეს ამბავი რომ მოხდა, წყაროზე იყო თურზე და იქ ბავშვი გასჩენია. ამის გამო ბავშვისთვის წყარუა დაურქმევია. მისგან მოდიან ლაკათხეველი წყარუაშვილები.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები