ჯექსონ შელთონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სპაიქ ლი

შელთონ ჯექსონ „სპაიქ“ ლი – (დაიბადა 1957 წლის 20 მარტს, ატლანტა, ჯორჯია, აშშ) – ამერიკელი კინორეჟისორი, პროდუსერი, სცენარისტი და მსახიობი.

სპაიქ ლის გადაღებული აქვს ისეთი ფილმები, როგორებიცაა – „გააკეთე, როგორც საჭიროა!” (1989), „მალქოლმ იქსი” (1992), „25 ე საათი” (2002), „თუ არ დაიჭირე – ქურდი არ არის” (2006), „ჩირაქი” (2015), „შავი კლანელი” 92018) და სხვ. აქვს საკუთარი საპროდუსერო კომპანია 40 Acres and a Mule Filmworks.

რეჟისორი თავის ფილმებში ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა რასობრივი დამოკიდებულებები, კოლორიზმი, სიღარიბე და სხვა პოლიტიკური პრობლემები. მისი შემოქმედება მრავალი კინოჯილდოთია აღნიშნული, მათ შორისაა პრემია „ოსკარი” და BAFTA საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის, „ემის” ორი პრემია, „პიბოდის” ორი პრემია და კანის კინოფესტივალის დიდი პრიზი. აგრეთვე მინიჭებული აქვს საპატიო „ოსკარი”, „სეზარი” და BAFTA




წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები