ჰაერზე დაყრდნობილი კონსტრუქცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყინულზე საციგურაო კომპლექსი, ქ, ზაპოროჟიე, უკრაინა

ჰაერზე დაყრდნობილი კონსტრუქცია – კონსტრუქცია, რომელიც შედგება გარსის, შეკუმშული ჰაერის, საყრდენი კონტურის, შესასვლელი რაბისა და ჰაერდასაჭირხნი მოწყობილობისაგან. გარსი წარმოადგენს ჰაერ- და წყალგაუმტარ ქსოვილს. მისი მზიდუნარიანობა უზრუნველყოფილია შიგა და გარე წნევების სხვაობით. შეკუმშული ჰაერი, რომელიც ავსებს გარსს, სისტემატურად ჭარბი წნევისაა. მისი ინტენსივობა გაანგარიშდება პირობიდან, რომ შიგა ჭარბი წნევა მეტი იყოს გარსზე მოქმედი თოვლის წონასა და ქარის დაწოლაზე, რათა შენარჩუნებული იქნას გარსის დადებითი სიმრუდე. პრაქტიკულად გარსის ფორმის სტაბილურობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად საკმარისია შიგა წნევის სიდიდე აღემატებოდეს ატმოსფერულს 200-500 პა-ით. ასეთ წნევას სათავსში მყოფი ადამიანი ვერ შეიგრძნობს. წნევათა სხვაობის შესაქმნელად იყენებენ კომპრესორს ან ვენტილატორს და მის შესანარჩუნებლად აუცილებელია სათავსის ჰერმეტულობა, შესასვლელში კი რაბის მოწყობა. საყრდენი კონტური სრულდება რკინაბეტონის ლენტური საძირკვლის ან ფოლადის ბაგირებით დაარმირებული მაღალი სიმტკიცის სქელი ქსოვილის ზოლის სახით. შიგა ჭარბი წნევის შენარჩუნება ხდება ავტომატურ რეჟიმში. ჰაერზე დაყრდნობილი კონსტრუქციის გამოყენების სფეროა: ტენისის კორტები, ანგარები, დროებითი ნაგებობები, სპორტული მოედნები და კომპლექსები, საგამოფენო პავილიონები, გასართობი კომპლექსები, საცურაო აუზები, სასაწყობე მეურნეობეი და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები