ჰესპეროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰესპეროსი(ბერძნ.) მწუხრის ვარსკვლავის განმასახიერებელი ღმერთი, კეიქსისა და ჰესპერიდების მამა. ატლასის ვაჯი (ან ძმა).

ერთ-ერთი მითოსის თანახმად, იყო ზღაპრული ქვეყანა ჰესპერიტისი, რომელსაც მართავდნენ ძმები – ჰესპეროსი და ატლასი. ატლასმა ცოლად მოიყვანა თავისი ძმის შვილი, რომელიც შემდეგ ჰესპერიდების დედა გახდა.

მითოსის სხვა ვერსიით, ჰესპეროსი (ატლასის ძმა ან შვილი) მთის მწვერვალიდან ვარსკვლავებს აკვირდებოდა. იგი მოულოდნელად გაქრა და ბრწყინვალე მნათობად გარდაისახა.

რომაულ მითოლოგიაში ჰესპეროსს ვესპერს უწოდებდნენ.

ჰესპეროსი, პლანეტა ვენუსის (ვენერას), ვითარცა მწუხრის ვარსკვლავის, ერთ-ერთი სახელიცაა. ამავე პლანეტას, როგორც ცისკრის ვარსკვლავს, ბერძნები ეოსფოროსს, ფოსფოროსს, რომაელები კი – ლუციფერს უწოდებდნენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები