Globularia trichosantha Fisch

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Globularia trichosantha Fisch


Globularia trichosantha Fisch. & C.A. Mey. - ოჯახი: Globulariaceae. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, აქვს მიწისქვეშა მხოხავი ყლორტები. მიწისზედა ყლორტები 5-30 სმ სიმაღლისაა. ფესვთანური ფოთლები სოლისებურ-უკუკვერცხისებურია ან ნიჩბისებური, ძირისკენ გრძლად შევიწროებული, როზეტების სახით შეკრებილი, წვერში მობლაგვო, ამოკვეთილი ან სამკბილიანი. ღეროსეული ფოთლები ელიფსური ან ხაზურია. ყვავილედი კენწრული, სფეროსებური თავაკია. ყვავილები პატარა ზომისაა. გვირგვინი ცისფერია, წვრილი მილითა და ორტუჩა გადანაღუნით. ყვ. ნაყ. V-VII. საკმაოდ იშვიათი მცენარეა, იზრდება ტყისპირა ადგილებში, ბუჩქნარებში, თიხიან და კირქვიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ უჯარმის მიდამოებში, არწივის ხეობაში. საქართველოს ფარგლებში ცნობილია მხოლოდ ქართლში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები