Trifolium angustifolium L

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Trifolium angustifolium L.

Trifolium angustifolium L. – ოჯახი: პარკოსნები (Fabaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მჭიდროდ მიკრული გრძელი ბეწვით მეტ-ნაკლებად მოფენილი. ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, 10-40 სმ სიმაღლის; ჩვეულებრივ, მარტივი, იშვიათად – ძირთან დატოტვილი. თანაფოთლები შეზრდილ ნაწილში ხაზურ-ლანცეტაა. ფოთოლაკები ჯაგრის მსგავსად შებუსული, მოკლე ყუნწებით. თავაკები მარტოულია, მრავალყვავილიანი. გვირგვინი ვარდისფერია და მისი ფურცლები თითქმის ერთ მესამედზე შეზრდილი. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება მთისწინების მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ტყის პირას და ველობებზე მთის შუა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები