ბარნაბა (კალიგრაფი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბარნაბა – (XIV საუკუნის ბოლო – XV საუკუნის I ნახევარი), ქართველი კალიგრაფი. ქსნის ერისთავის, შალვას, დაკვეთით გადაუწერია ე.წ. ლარგვისის ზატიკი (A 25), ხელნაწერი ეტრატზე ყავისფერი მელნით, წვრილი ნუსხური ასოებითაა გადაწერილი (ზომა: 25.8 X 20 სმ), შემკულია მოკრძალებულად, პირველი გვერდის თავსამკაული – კიდეებჩამოკეცილი სწორკუთხა ზოლი — შევსებულია ლურჯი, წითელი და თეთრი ლენტების წნულით. ხელნაწერს ახლავს 7 მინიატიურა, რომელიც შეიძლება, გადამწერ ბარნაბას ეკუთვნოდეს.
ვ. სილოგავა
წყაროები და ლიტერატურა
- ხელნაწერთა აღწერილობა, A კოლექცია, ტ. 1, ნაკვ. 1, თბ., 1974.
- ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
- ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.
|