კაკაბაძე ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კაკაბაძე ზურაბ''' − (1926 − 1982), ფილოსოფოსი, პოეტი, მთარგმნელი. ზუ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კაკაბაძე ზურაბ“ გადაიტანა გვერდზე „ზურაბ კაკაბაძე“)

14:03, 17 მარტი 2022-ის ვერსია

კაკაბაძე ზურაბ − (1926 − 1982), ფილოსოფოსი, პოეტი, მთარგმნელი. ზურაბ კაკაბაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის ევროპული ფილოსოფიის აქტუალური საკითხების კრიტიკული ანალიზი დაიწყო. ეს იყო – ადამიანის ფილოსოფიური პრობლემა, თანამედროვე ევროპის ხელოვნება, კულტურისა და ცივილიზაციის მიმართება და სხვა.


* * *
მე ვიცდიდი სალექსოდ და სანექტაროდ
და ოცნებას ფრთები ჯერ არ გაეშალა,
როცა შენი სიახლოვე სანეტარო
იგრძნო ჩემმა მარტოობის კაეშანმა.
ქარი, ქარი და ფოთლები ქარდაქარი,
ქარი, როგორც ფრთაგაშლილი არწივი...
შენ ეს გული სასმისივით გადაჰკარი,
მაინც შენით პირსავსეა ყანწივით.
მზე ამოდის, ანდა უკვე ამოვიდა,
ცეცხლში დაწვეს, დარჩა ცეცხლის ღადარშივე...
მოვალ შენთან და სიყვარულს თან მოვიტან,
თუ ამ ქარებს, თუ ამ ქარებს გადავურჩი მე.
ქარი, ქარი და ფიქრები ქარდაქარი.
ქარი, როგორც ფრთაგაშლილი არწივი...
შენ ეს გული სასმისივით გადაჰკარი.
მაინც შენით პირსავსეა ყანწივით.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები