მინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შუშა“ გადაიტანა გვერდზე „მინა“ გადამისამართებაზე)
ხაზი 9: ხაზი 9:
 
მინის ბუნებრივ დაშლას სჭირდება დაახლოებით 1 მილიონი წელი. ის არის ერთ-ერთი იმ ცოტაოდენი მასალათაგან, რომლებიც გადამუშავების შემდეგ 100 პროცენტით ინარჩუნებს ხარისხს. მინა წარმოადგენს ამორფულ (კრისტალური აგებულების არმქონე) მასალას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ცხელ შუშას სწრაფად გავაცივებთ, ის არ გამყარდება. როცა მინა ტყდება, ბზარი მოძრაობს 4828 კმ/სთ სიჩქარით. ყველაზე სქელი მინა გამოყენებულია სიდნეის ([[ავსტრალია]]) [[აკვარიუმი|აკვარიუმში]]. მისი სისქეა 26 სმ, ხოლო ეკრანის ზომებია 7×4 მ. თუმცა უფრო დიდი აკვარიუმებისათვის გამოიყენება [[პანელი|პანელები]] [[აკრილი]]საგან. ყველაზე დიდი აკრილის პანელი, რომელიც შესულია გინესის რეკორდების წიგნში არის დუბაის აკვარიუმში და მისი ზომებია 8×32 მ., სისქე 75 სმ. მინის სიმტკიცეს ძალიან ამცირებს ნაკაწრები, რაზედაცაა დაფუძნებული მისი დაჭრა ალმასით. სიმტკიცე კუმშვაზე დიდი აქვს – 900-1000 მპა, ე.ი. თითქმის ისეთივე, როგორც [[ფოლადი|ფოლადსა]] და [[თუჯი|თუჯს]].  
 
მინის ბუნებრივ დაშლას სჭირდება დაახლოებით 1 მილიონი წელი. ის არის ერთ-ერთი იმ ცოტაოდენი მასალათაგან, რომლებიც გადამუშავების შემდეგ 100 პროცენტით ინარჩუნებს ხარისხს. მინა წარმოადგენს ამორფულ (კრისტალური აგებულების არმქონე) მასალას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ცხელ შუშას სწრაფად გავაცივებთ, ის არ გამყარდება. როცა მინა ტყდება, ბზარი მოძრაობს 4828 კმ/სთ სიჩქარით. ყველაზე სქელი მინა გამოყენებულია სიდნეის ([[ავსტრალია]]) [[აკვარიუმი|აკვარიუმში]]. მისი სისქეა 26 სმ, ხოლო ეკრანის ზომებია 7×4 მ. თუმცა უფრო დიდი აკვარიუმებისათვის გამოიყენება [[პანელი|პანელები]] [[აკრილი]]საგან. ყველაზე დიდი აკრილის პანელი, რომელიც შესულია გინესის რეკორდების წიგნში არის დუბაის აკვარიუმში და მისი ზომებია 8×32 მ., სისქე 75 სმ. მინის სიმტკიცეს ძალიან ამცირებს ნაკაწრები, რაზედაცაა დაფუძნებული მისი დაჭრა ალმასით. სიმტკიცე კუმშვაზე დიდი აქვს – 900-1000 მპა, ე.ი. თითქმის ისეთივე, როგორც [[ფოლადი|ფოლადსა]] და [[თუჯი|თუჯს]].  
  
მინის  სამშობლოდ ითვლება არაბული სამყარო, კერძოდ [[ეგვიპტე]], სადაც მინის დამზადება დაიწყეს 5000 წლის წინ. არსებობს მინის სახეები: ამნთები, აპლანატური, ამოზნექილი, არამსხვრევადი, აფსკური, აქრომატული, ბარიუმიანი, ბორ-სილიკატური, ბოჭკოვანი, ბოჰემიის, ბროლის, ბრტყელჩაზნექილი, გამადიდებელი, გაუმჭვირი, გახეხილი, დაარმირებული, დაბურული, დამცავი, დარტყმამედეგი, დაფუჭვილი, დაყუჩებული, ერთნახევრიანი, ვულკანური, ზეთსაზომი, თბოიზოლაციური, თეთრი, თხევადი, კალიუმის, კარის, კვარცის, კირის, კრიოლითის, ლალის, თბოიზოლაციური, ლურჯი, მარმარილოსებრი, მიხეხილი, მოჯავშნული, მქრქალი, მწვანე, მხატვრული, ნაბერი, ნაზოლიანი, ნაღუნი, ნაწრთობი, ნახევრადთეთრი, ოპალის, ოპტიკური, ორგანული, ორმაგი, ორმხრივამოზნექილი, პირექსი, პრიზმული, რძისფერი, საავიაციო, საათის, საბოთლე, სავიტრინე, სავიტრინე გაპრიალებული, საკონტროლო, სამშენებლო, სარკის, სასაგნო, საჩუქურთმო, საჭვრეტი, საჭურჭლე, სახიანი, სითბოდამცავი, სილიკატური, სმარტ-მინა, სოდაპოტაშის, სპეციალური, სხმული, ტალღოვანი, ტყვიაგაუმტარი, ტყვიიანი, უბრალო, უვიოლური, უმტვრევი, უნამსხვრევო, უჯრედოვანი, ფანჯრის, ფასონური, ფერადი, ფილიგრანული, ფურცლოვანი, ქარსარიდი, ქაფმინა, შეფერილი, შრეული, შუქგამბნევი, ჩაზნექილი, ცალმაგი, ძნელდნობადი, წახნაგოვანი, წნეხილი, წყალმაჩვენებელი, წყალსაზომის, ჭირხლისებრი, ხსნადი და სხვ.
+
მინის  სამშობლოდ ითვლება არაბული სამყარო, კერძოდ [[ეგვიპტე]], სადაც მინის დამზადება დაიწყეს 5000 წლის წინ. არსებობს მინის სახეები: ამნთები, აპლანატური, ამოზნექილი, [[არამსხვრევადი მინა|არამსხვრევადი]], აფსკური, აქრომატული, ბარიუმიანი, ბორ-სილიკატური, ბოჭკოვანი, ბოჰემიის, ბროლის, ბრტყელჩაზნექილი, გამადიდებელი, გაუმჭვირი, გახეხილი, დაარმირებული, დაბურული, დამცავი, დარტყმამედეგი, დაფუჭვილი, დაყუჩებული, ერთნახევრიანი, ვულკანური, ზეთსაზომი, თბოიზოლაციური, თეთრი, თხევადი, კალიუმის, კარის, კვარცის, კირის, კრიოლითის, ლალის, თბოიზოლაციური, ლურჯი, მარმარილოსებრი, მიხეხილი, მოჯავშნული, მქრქალი, მწვანე, მხატვრული, ნაბერი, ნაზოლიანი, ნაღუნი, ნაწრთობი, ნახევრადთეთრი, ოპალის, ოპტიკური, ორგანული, ორმაგი, ორმხრივამოზნექილი, პირექსი, პრიზმული, რძისფერი, საავიაციო, საათის, საბოთლე, სავიტრინე, სავიტრინე გაპრიალებული, საკონტროლო, სამშენებლო, სარკის, სასაგნო, საჩუქურთმო, საჭვრეტი, საჭურჭლე, სახიანი, სითბოდამცავი, სილიკატური, სმარტ-მინა, სოდაპოტაშის, სპეციალური, სხმული, ტალღოვანი, ტყვიაგაუმტარი, ტყვიიანი, უბრალო, უვიოლური, უმტვრევი, უნამსხვრევო, უჯრედოვანი, ფანჯრის, ფასონური, ფერადი, ფილიგრანული, ფურცლოვანი, ქარსარიდი, ქაფმინა, შეფერილი, შრეული, შუქგამბნევი, ჩაზნექილი, ცალმაგი, ძნელდნობადი, წახნაგოვანი, წნეხილი, წყალმაჩვენებელი, წყალსაზომის, ჭირხლისებრი, ხსნადი და სხვ.
  
  

15:40, 17 აგვისტო 2022-ის ვერსია

მინა (შუშა) – ხელოვნური ან მინერალური ნედლეულის დნობით მიღებული მასალა, რომლის ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა შუქგამტარობა და სიხისტე.

მინა პრივილეგირებული საშენი მასალაა, რომლის გამოყენების არეალი პრაქტიკულად ამოუწურავია. მინას ამზადებენ კვარციტის ქვიშისაგან, რომლის შემადგენლობა მასში დაახლოებით 70 პროცენტია. ერთმანეთში არეული ქვიშა, კირქვა, დოლომიტი და შემაფერადებლები მინის ლეწთან ერთად ჯერ ბუნკერში თავსდება, შემდეგ კი ავტომატური დანადგარის საშუალებით ღუმელში გასადნობად იყრება.

მინა არქიტექტურაში და მშენებლობაში, როგორც წესი, გამოიყენება მასალად, რომელიც შუქს, სინათლეს ატარებს. არც ისე დიდი ხნის წინ მინას ამ მხრივ მეტოქე არ გააჩნდა, მაგრამ ახლაც, როცა გამოჩნდა ახალი შუქგამტარი პოლიმერული მასალები, მინა რჩება ძირითად მასალად სინათლის ღიობებისათვის, ვინაიდან პოლიმერებისაგან განსხვავებით ის პრაქტიკულად არ ძველდება და არ იწვის. მინა, როგორც საშენი მასალის, ძირითად თვისებად ითვლება მისი ოპტიკური მახასიათებლები, რაც დაკავშირებულია ქიმიურ შემადგენლობასთან, სტრუქტურასთან, ზედაპირების მახასიათებლებთან და ასევე დამატებითი დამფარავი ფირების თვისებებთან. ამასთან, ყველაზე ძირითადად ითვლება სინათლის ოპტიკური დიაპაზონის გარდატეხის, გამტარობის, არეკვლისა და შთანთქმის მახასიათებლები და ასევე ფერადოვნება. იმისათვის, რომ მინას მივცეთ სასურველი ფერი, შემადგენლობაში ამატებენ მეტალის ჟანგეულებს, მაგ., რკინის ჟანგი მას აძლევს ცისფერ ფერს, ურანის ჟანგი – ღია ყვითელს, ნიკელი – ყავისფერს.

მინის უმთავრეს თვისებად ითვლება მის მიერ სინათლის გატარების უნარი. ეს თვისება ხასიათდება შუქგამტარობის კოეფიციენტით τ, რომელიც ტოლია მინაში გამავალი Fτ და მასზე დაცემული Fi სინათლის ნაკადების ფარდობის – τ = Fτ/Fi. შუქგამტარობის კოეფიციენტი პირდაპირაა დამოკიდებული მინის ზედაპირის ამრეკლავი და შთანმთქმელი თვისებისა, ამიტომ თეორიულად იდეალურ მინას კი არ შეუძლია გაატაროს სინათლის 92%-ზე მეტი, ვინაიდან მისი ორივე ზედაპირი აირეკლავს სინათლის სხივების მინიმუმ 8%-ს.

მინის ბუნებრივ დაშლას სჭირდება დაახლოებით 1 მილიონი წელი. ის არის ერთ-ერთი იმ ცოტაოდენი მასალათაგან, რომლებიც გადამუშავების შემდეგ 100 პროცენტით ინარჩუნებს ხარისხს. მინა წარმოადგენს ამორფულ (კრისტალური აგებულების არმქონე) მასალას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ცხელ შუშას სწრაფად გავაცივებთ, ის არ გამყარდება. როცა მინა ტყდება, ბზარი მოძრაობს 4828 კმ/სთ სიჩქარით. ყველაზე სქელი მინა გამოყენებულია სიდნეის (ავსტრალია) აკვარიუმში. მისი სისქეა 26 სმ, ხოლო ეკრანის ზომებია 7×4 მ. თუმცა უფრო დიდი აკვარიუმებისათვის გამოიყენება პანელები აკრილისაგან. ყველაზე დიდი აკრილის პანელი, რომელიც შესულია გინესის რეკორდების წიგნში არის დუბაის აკვარიუმში და მისი ზომებია 8×32 მ., სისქე 75 სმ. მინის სიმტკიცეს ძალიან ამცირებს ნაკაწრები, რაზედაცაა დაფუძნებული მისი დაჭრა ალმასით. სიმტკიცე კუმშვაზე დიდი აქვს – 900-1000 მპა, ე.ი. თითქმის ისეთივე, როგორც ფოლადსა და თუჯს.

მინის სამშობლოდ ითვლება არაბული სამყარო, კერძოდ ეგვიპტე, სადაც მინის დამზადება დაიწყეს 5000 წლის წინ. არსებობს მინის სახეები: ამნთები, აპლანატური, ამოზნექილი, არამსხვრევადი, აფსკური, აქრომატული, ბარიუმიანი, ბორ-სილიკატური, ბოჭკოვანი, ბოჰემიის, ბროლის, ბრტყელჩაზნექილი, გამადიდებელი, გაუმჭვირი, გახეხილი, დაარმირებული, დაბურული, დამცავი, დარტყმამედეგი, დაფუჭვილი, დაყუჩებული, ერთნახევრიანი, ვულკანური, ზეთსაზომი, თბოიზოლაციური, თეთრი, თხევადი, კალიუმის, კარის, კვარცის, კირის, კრიოლითის, ლალის, თბოიზოლაციური, ლურჯი, მარმარილოსებრი, მიხეხილი, მოჯავშნული, მქრქალი, მწვანე, მხატვრული, ნაბერი, ნაზოლიანი, ნაღუნი, ნაწრთობი, ნახევრადთეთრი, ოპალის, ოპტიკური, ორგანული, ორმაგი, ორმხრივამოზნექილი, პირექსი, პრიზმული, რძისფერი, საავიაციო, საათის, საბოთლე, სავიტრინე, სავიტრინე გაპრიალებული, საკონტროლო, სამშენებლო, სარკის, სასაგნო, საჩუქურთმო, საჭვრეტი, საჭურჭლე, სახიანი, სითბოდამცავი, სილიკატური, სმარტ-მინა, სოდაპოტაშის, სპეციალური, სხმული, ტალღოვანი, ტყვიაგაუმტარი, ტყვიიანი, უბრალო, უვიოლური, უმტვრევი, უნამსხვრევო, უჯრედოვანი, ფანჯრის, ფასონური, ფერადი, ფილიგრანული, ფურცლოვანი, ქარსარიდი, ქაფმინა, შეფერილი, შრეული, შუქგამბნევი, ჩაზნექილი, ცალმაგი, ძნელდნობადი, წახნაგოვანი, წნეხილი, წყალმაჩვენებელი, წყალსაზომის, ჭირხლისებრი, ხსნადი და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები